ნამუშევრები

Firefox მხოლოდ დასაწყისია. Mozilla-ს პროდუქტების ოჯახი შექმნილია იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ მეტად უსაფრთხოდ და მოხერხებულად ინტერნეტში.

ყველასთვის

Firefox

გამოიყენეთ ბრაუზერი, რომელიც ავტომატურად ზღუდავს 2000+ მეთვალყურეს. თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვა სტანდარტულად ხელმისაწვდომია ყველა Firefox-ბრაუზერში.

ჩამოტვირთეთ Firefox

ხელმისაწვდომია Google Play-ზე

ჩამოტვირთეთ App Store-დან

Firefox Focus

თქვენი პირადულობის უზრუნველმყოფი ბრაუზერი თვალთვალისგან თავისთავადი დაცვითა და რეკლამების შეზღუდვით.

გადმოწერეთ Firefox Focus

Firefox Relay

დაიცავით თქვენი ნამდვილი ელფოსტა საფოსტო ყუთის უკეთ მართვით.

გადმოწერეთ Firefox Relay

Mozilla Monitor

შეიტყვვეთ, თუ თქვენი ინფორმაციაც აღმოჩნდა სხვადასხვა კომპანიებიდან მიტაცებულ მონაცემებს შორის და გამოიწერეთ ცნობები მომავალში მსგავს შემთხვევებზე.

გაეცანით მიტაცების შემთხვევებს

Mozilla VPN

მოინახულეთ, გაუშვით პირდაპირ ეთერში და აკეთეთ საქმე 30 ქვეყანაში განთავსებული სერვერებიდან ინტერნეტკავშირის უსაფრთხოებისთვის ახლებური შესაძლებლობებით.

გამოიყენეთ Mozilla VPN

MDN Plus

მასალები შემმუშავებლებისთვის შემმუშავებლებისგან. მხარი დაუჭირეთ MDN-ს და მეტად თქვენებური გახადეთ კრებულებით, შეტყობინებებითა თუ სამუშაო სივრცეების მოწყობით.

MDN-ის მხარდაჭერა

Thunderbird

მიიღეთ წვდომა თქვენს ყველა ელფოსტასთან, კალენდარსა თუ თანამშრომლებთან ერთი სწრაფი პროგრამით. გამოარჩიეთ და დაალაგეთ სურვილისამებრ.

ჩამოტვირთეთ Thunderbird

0DIN

იპოვეთ და გაასწორეთ ხელგონის ხარვეზები, სანამ მიაღწევს წარმოების საფეხურამდე, უსაფრთხოების მკვლევართა საერთაშორისო ერთობისა და დაწვრილებით აღნუსხულ ექსპლოიტთა უდიდესი არხის მეშვეობით.

გამოცადეთ AI-შემსრულებლები

Tabstack

დააკავშირეთ თქვენი პროგრამები ვებსივრცესთან საიმედო ავტომატიზაციით და გამოქვეყნებული ვებგვერდები აქციეთ სადა, სათანადო გაწყობის მქონე შედეგებად.

ვებსივრცის ავტომატიზაცია

საქმისთვის

Otari

Otari აგარიდებთ რამდენიმე მომწოდებლის ხელგონით სარგებლობის სირთულეებს, აერთიანებს რა დამისამართებას, უსაფრთხოებას, ფინანსური გეგმის შედგენას, სათადარიგო სისტემაზე გადასვლებსა და შემოწმება/გადასინჯვებს ერთიანი API-მაკავშირებლის გამოყენებით.

განკარგეთ თქვენი AI-წყება

Mozilla რეკლამები

აამაღლეთ ნდობა თქვენი რეკლამისადმი. წვდომა 210 მილიონზე მეტ საგულდაგულოდ შერჩეულ, გათვითცნობიერებულ და ერთგულ მომხმარებელთან.

უფრო ფართო გავრცელება